ჩვენს შესახებ

კომპანია "დემასი" დაფუძნდა 2000 წელს და მას შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს სააბაზანო ოთახის მოწყობისა და შენობის რემონტისათვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს სარემონტო მასალების ხარისხიანი პროდუქცია და ხელი შეუწყოს კედლის და იატაკის, აბაზანის, და სხვა ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო თანამედროვე ტენდენციების დანერგვასა და განვითარებას საქართველოში.

კომპანია "დემასი"
გთავაზობთ სარემონტო მასალებს მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლებისგან ევროპიდან და აზიიდან. კომპანიის მფლობელობაშია ორი დიდი სავაჭრო ცენტრი: "გალერეა დემასი" და სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

"გალერეა დემასი"-ს შოურუმებში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის კერამიკული სანტექნიკა, აკრილის აბაზანაები ჰიდრომასაჟით და მასაჟორის გარეშე, საშხაპე კაბინები და მოწყობილობები, შემრევი ონკანები, ლამინირებული და ხის იატაკი, სამშრიანი პარკეტიკედლის და იატაკის ფილები (კაფელი, მეტლახი), კერამიკული გრანიტი და მოზაიკა, წებოცემენტი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები მსოფლიოში წამყვანი ევროპული ბრენდებისგან.

სავაჭრო ცენტრში "იდეალი" შესაძლებელია სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, ლამინირებული და ხის იატაკის, სამშრიანი პარკეტისკერამიკული ფილების, კერამგრანიტის, სანტექნიკის, აბაზანის და საშხაპე მოწყობილობების, ხელსაწყოების, ჰიდროსაიზოლაციო მასალების და წებოცემენტის შეძენა ხელმისაწვდომ ფასებში.

კომპანია "დემასი" ლიდერობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Armani Roca, Roberto Cavalli, Versace, Bisazza, Mapei, Hansgrohe, Roca, Duravit, Geberit, Laufen, Teuco, Axor და სხვა სანტექნიკის, კედლის და იატაკის ფილების მწარმოებელი ბრენდები. კომპანია "დემასი"-ს მომხამარებელი არის, როგორც ფართო საზოგადოება, ასევე არქიტექტორები და დიზაინერები, სამშენებლო კომპანიები. ეწვიეთ ჩვენს სავაჭრო ცენტრებს, ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები და მენეჯერები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.