თბილისი, 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია
მშრალ ხიდთან, 0105 თბილისი
ტელეფონი: (+995 32) 2 99 99 01
ფაქსი: (+995 32) 2 99 50 55
Email:info@demasi.ge
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:30 საათი




www.gallerydemasi.ge

გალერეა დემასი

"გალერეა დემასი" მიეკუთვნება კომპანია "დემასი"-ს მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრს, სადაც წარმოდგელნილია უმაღლესი ხარისხის იტალიური და ესპანური ფილები (კაფელი, მეტლახი), კერამიკული გრანიტი, მინის და ბუნებრივი ქვის მოზაიკა, დეკორატიული ელემენტები, ასევე ლამინირებული და ხის იატაკი, კერამიკული სანტექნიკა, აკრილის აბაზანები, საშხაპე კაბინები და მოწყობილობები, შემრევი ონკანები, საშრობები და აქსესუარები, აბაზანის ავეჯი, წებოცემენტი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები - და ეს ყველაფერი მხოლოდ წამყვანი ევროპული ბრენდებისგან.
 
"გალერეა დემასი"-ს შოურუმში შექმნილია სააბაზანო ოთახების იმიტაცია, რაც მომხარებელს არჩევანის გაკეთებას უადვილებს. სავაჭრო ცენტრის დარბაზებში გამოფენილია კედლის და იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები,  დეკორატიული ელემენტები, სანტექნიკა და მრავალფეროვანი სამშენებლო-
სარემონტო პროდუქცია აბაზანის, სამზარეულოს და სახლის სხვა ოთახების რემონტისათვის.

ჩვენს შოურუმებს ამშვენებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი დიზაინერების კოლექციები, როგორიცაა "ჯორჯო არმანი", "რობერტო კავალი", "ვერსაჩე", "ფილიპ შტარკი" და სხვები. ასევე, "გალერეა დემასი"-ში თქვენ იხილავთ სააბაზანო ოთახის მოწყობისთვის, იატაკის და კედლის მოსაპირკეთებლად განკუთვნილ პროდუქციას ცნობილი ევროპელი მწარმოებლებისგან: Ceramicas Aparici, Apavisa Porselanico, Viva Ceramica, Bisazza Mosaico, Duravit, Laufen, Roca, Teuco, Hansgrohe, Axor, Grohe,
Gardenia Orchidea, Ricchetti და სხვა.

"გალერეა დემასი"-ში თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი კონსულტანტები და მენეჯერები, რომლებიც დეტალურად და პროფესიონალურად გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის სასურველი პროდუქტის არჩევისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო პროდუქციის ხარისხი, არამედ მისი შეთავაზების ფორმაც. "გალერეა დემასი"-ში თქვენ ასევე გეძლევათ საშუალება, მწარმოებლის კატალოგებიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელებთ ინდივიდუალურ შეკვეთას. "გალერეა დემასი" ინტენსიურად თანამშრომლობს არქიტექტორებთან და დიზაინერებთან. თუკი თქვენ გეგმავთ რემონტს და გსურთ, წინასწარ განსაზღვროთ ინტერიერის დიზაინი, ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და შემოგთავაზებთ ობიექტის სამ განზომილებიან მოდელირებას.

დაგეგმეთ რემონტი ჩვენთან ერთად, მიიღეთ ხარისხი და მოიწყეთ კომფორტული საცხოვრებელი გარემო.
გვეწვიეთ "გალერეა დემასი"-ში!