თბილისი

დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9კმ.
ტელ: (+995 32) 2 54 08 54
ფაქსი: (+995 32) 2 54 04 40
ელ.ფოსტა: info@ideal.ge
სამუშაო საათები: ყოველ დღე 09:00-18:30 საათი



ქუთაისი
ლადო ასათიანის ქ. 98
ნიკეა-ჭავჭავაძის კვეთა
ტელ: 597 79 00 00 
სამუშაო საათები: ყოველ დღე 09:00-19:00 საათი  





www.ideal.ge


სავაჭრო ცენტრი იდეალი

კომპანია "დემასი"-მ მსოფლიო ბრენდებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე მიზნად დაისახა, უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა სამშენებლო-სარემონტო მასალების პროდუქცია ქართველი მომხმარებლისათვის. სწორედ ამ მიზნით, 2004 წელს გაიხსნა სავაჭრო ცენტრი "იდეალი", სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, იდეალურ ფასებში შეიძინოს ევროპული სანტექნიკა აბაზანის და სამზარეულოს რემონტისათვის. სავაჭრო ცენტრ "იდეალი"-ს ასორტიმენტში წარმოდგენილია ხელსაბანები, უნიტაზები, ბიდე, შემრევი ონკანები, აკრილის აბაზანები მასაჟორით და მასაჟორის გარეშე, საშხაპე კაბინები და მოწყობილობები, აბაზანის ავეჯი, სამზარეულოს უჟანგავი ნიჟარები და აბაზანის აქსესუარები.

სავაჭრო ცენტრში "იდეალი" მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანია. ჩვენთან თქვენ იხილავთ ბევრ ორიგინალურ იდეას კერამიკული ფილებით ინტერიერის გასაფორმებლად. ფერების და დეკორაციების მრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას, შეიძინოთ სასურველი მასალა, რასაც კედლისა და იატაკის მოსაპირკეთებლად ეძებთ.

"იდეალი"-ს ასორტიმენტში ასევე წარმოდგენილია ლამინირებული იატაკი, კერამიკული ფილები (კაფელი, მეტლახი), კერამგრანიტის ფილები შიდა და გარე მოპირკეთებისათვის, ასევე, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, წებოცემენტი და სხვა სახის პროდუქცია სახლისა თუ შენობის რემონტისათვის.

სავაჭრო ცენტრი "იდეალი"-ს მიზანია, ფასისა და ხარისხის შესაბამისი თანაფარდობით, მასობრივად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს მომხმარებლისთვის სარემონტო პროდუქციის შეძენა. "იდეალ"-ში შეხვდებით ისეთ მსოფლიო ბრენდებს, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის მხოლოდ კომპანია "დემასი". ჩვენი პარტნიორების ქარხნები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, სამშენებლო-სარემონტო მასალები იყოს თანამედროვე და მომხმარებლისთვის მისაღები. ეწვიეთ სავაჭრო ცენტრ "იდეალ"-ს, გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი, შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია საუკეთესო ფასად, მიიღეთ იდეალური ხარისხი იდეალურ ფასებში!