info@demasi.ge +995 322 99 99 01
კონტაქტი
9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია 0105 თბილისი, საქართველო
+995 322 99 99 01
info@demasi.ge

სიალხეები

„გალერეა დემასის“ უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი და კომფორტული განახლებული შოურუმის შესახებ უკვე ცნობილია. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია ინსტალაციები იმგვარად, რომ მომხმარებელს სრული წრმოდგენა შეექმნას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მასალების ფაქტურის შეხამება, შესაბამისად  სასურველი რემონტის შედეგი.

ახლახანს დასრულდა „გალერეა დემასის“ მესამე სართულის მოწყობა, სადაც მომხმარებელს ელოდება კერამიკული სანტექნიკის, აბაზანის ავეჯის, აქსესუარებისა და მოწყობილობების უმაღლესი ხარისხის ნიმუშები.

არჩევანის გასაადვილებლად და მომხმარებლის კომფორტის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის შოურუმი დაყოფილია ზონებისა და ბრენდების მიხედვით. ნიმუშების რაოდენობა მზარდია და ნებისმიერი გემოვნებისათვის მისაღები  იდეების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ნებისმიერი მომხმარებლისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, ხარისხი „გალერეა დემასის“ მთავარი მახასიათებელია, შოურუმში წარმოდგენილი ბრენდები ექსკლუზიურია და მხოლოდ ჩვენთან შეხვდებით, შესაბამისად მათი ვიზუალის, გამძლეობისა და ეკოლოგიურობის შესახებ ევროპულ ბაზარზე აღნიშნული ბრენდების  მრავალწლიანი წარმატება მეტყველებს.

 

 

პარტნიორები