info@demasi.ge +995 322 99 99 01
კონტაქტი
9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია 0105 თბილისი, საქართველო
+995 322 99 99 01
info@demasi.ge

სიახლეები


CREO -ეს გახლავთ,კერამიკული სანტექნიკისა და აბაზანის ავეჯის მწარმოებელი, ახალი ევროპული ბრენდი საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა იტალიაში, ხოლო ამჟამად კომპანია და მისი სათაო ოფისი მდებარეობს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში.

ორი ევროპული ქვეყნის მენტალური სიმბიოზი ანიჭებს მის პროდუქციას შთამბეჭდავ იტალიურ დიზაინს და გამორჩეულ ფრანგულ ელეგანტურობას.
კომპანიის დამაარსებელი და სულის ჩამდგმნელი ბატონი ემანუელ პანგრაზი თვლის რომ ხარისხიანი  პროდუქციის შექმნა ძირითადად დამოკიდებულია ადამიანის ინსპირაციაზე, ინტუიციაზე, შრომაზე და ნაკლებად მაღალ ტექნოლოგიურ კომპონენტებზე, რობოტებზე. სწორედ ეს არის CREO-ს ძირითადი იდეოლოგია

მხოლოდ 25 წლიანი გამოცდილება იყო საჭირო  რომ საერთაშორისო ბაზარზე Creo-ს კ დაიმკვიდრა საიმედო, (სტაბილური) ხარისხიანი და დახვეწილი კომპანიის სახელი და დაემსახეურებინა მრავილი საერთაშორისო სადიზაინერო კონკურსის ჯილდო, როგორიცაა Reddot Design award (2011 წლის გამარჯვებული); CF Award (2013-2014 წწ);  Red Star Design და სხვები.

კომპანია წარმოდგენილია საქართველოში (გალერეა დემასში/იდეალში) 10 ძირითადი კოლექციით : Orleans, Dijon, Avignon, Renes, Archi, Tours, Pau, Puima, Laval, Lille და რამოდენიმე დაპატენტებული ტექნოლოგიით (Nano Glaze, Smooth, Rimmles Creo, Puima) მათ შორის ანტიმიკრობული დაფარვით რომელიც ხელს უშლის (არამეგობრული) ბაქტერიების გამრავლებას კერამიკის ზედაპირზე;   კერამიკის 20% მეტი გამძლეობა თერმოდარტყმების მიმართ და სხვა..

უვკე 3 წელია რაც კომპანია დემასი სთავაზობს მომხმარებელს CREO ს ფირმის სანიტარულ ტექნიკას და აბაზანის ავეჯს , რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ (უკვე) ქართულ სამომხმარებლო (სამშენებლო–მოსაპირკეთებელ) ბაზარზეც დაემკვიდრა საიმედო და ხარისხიანი კომპანიის სახელი.

პარტნიორები