გალერეა დემასი ტრადიციულად განაგრძობს ახალი კოლექციების მომხმარებლისთვის შეთავაზებას და გთავაზობთ ახალი კოლექციებით განახლებულ ორ “შოურუმს”.
წარმოგიდგენთ ესპანური კომპანიის PAMESA კერამგრანიტის ფილების ახალ კოლექციას GROTTO. ფილის ზომა 45X90 სმ გახლავთ. ფერი ბეჟი. მისი განსხვავებული, პრიალა, მარმარილოს ეფექტის ზედაპირი, ბუნებრივ და მშვიდ,მაგრამ ასევე ხალისიან გარემოს ქმნის. რაც მთავარია კერამგრანიტის ეს ფილები უნივერსალურია რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერში.
მეორე ახალი შოურუმი რომელიც გვინდა შემოგთავაზოთ, მოპირკეთებულია ორი ახალი კოლექციით. ესენია: “ SHIREEN”, კერამგრანიტის ფილა ხის ფაქტურის შესანიშნავი იმიტაციით და გლუვი ზედაპირით,რომლის ზომაა 25X100 სმ.მისი მწარმოებელია ესპანური ბრენდი “Alaplana”.
და იტალიური “Sant Agostino”-ს კერამგრანიტის ფილის უახლესი კოლექცია “FUN”, რომლის ზომაც 20X20 სმ–ია. ფილის ფერის დასახელება “Autumn” თავად მიგვანიშნებს ამ მის ხასიათზე. დიახ სწორად მიხვდით, შემოდგომა. მართლაც შემოდგომის ეს ლამაზი ფერები,განსხვავებულ და საოცრად ლამაზ,მხიარულ გარემოს შექმნის თქვენს აბაზანაში.
თუმცა ნათქვამია გაგონილს ნანახი სჯობსო, ასე რომ გელით ჩვენს განახლებულ შოურუმებში )).
გალერეა დემასი – დახვეწილი გემოვნებისთვის.